Main Page SITE LOGO Register

Log in

Guest | RSSMonday, 2024-05-20, 5:58 PM
Site menu

Softwres [6]
Pictures [4]
Videos [3]
Clips [1]
Prikols [5]
video,suratebi
Movies [0]
Music [4]
erotica [1]
video,suratebi

მოგწონთ საიტი?
Total of answers: 58

Main » 2007 » June » 8 » ლექსი
ლექსი
12:24 PM
სამეფოში ხმა გავარდა
სწრაფად გავრცელდა ჭორები:
"ხალხო,"სანეტი" ჩაირთო"-
ყვირიან ინსპექტორები.

"ინტერნეტი გვაქვს,გვეშველა
გვეღირსა,გავიხარეთო
ჩქარა,გავარდით სახლებში
რაღას აკეთებთ გარეთოშინ მიიჩქარის სულ ყველა
ფეხით,გემით თუ მანქანით
პრინცი,ტვალეტში შესული
ჩახდილი გარბის ქაქანით.

"ჩატშია" ხალხი შესული
აურზაური დიდია
კომბლე სამ გოგოს "კერავს"და
ცხვრები ფეხებზე კიდია.

ურჩხულმა მზეთუნახავი
გადაივიწყა საერთოდ
კონკიას "დაუპრივატა"
და "ხოშიანად" გაერთო.

"სოლარიუმში წავედი,
ცოტათი გავირუჯები"-
ამბობს ფიფქია,თუმაც ყურს
აღარ უგდებენ ჯუჯები.

ბებიამ წითელქუდასგან
მიიღო მცირე მაილი:
"ბებო,შემოდი "სკაიპში"
(გაღიმებული სმაილი) ( ეს იგულისხმება)

ნაცარქექიამ ინტერნეტს
როგორღაც თავი გაართვა
და დევმაც ნაცვლად სიცოცხლის
ქალს "YAHOO"-ს "ID"-ი წაართვა

ბემბიმ ფილმებით გატენა
მრავალი გიგაბაიტი
ცისკარამ შექმნა "პიცზოზე"
გენიალური საიტი.

უხამს ვიდეოს უყურებს
პატარა მწყემსი,ბატების
ტომი და ჯერი შერიგდნენ
შრეკი რისხვაა "ჩატების".

ექიმს გაექცა მაუგლი
გაერღვა ათი ნაკერი
საიტებს ტეხავს ტარზანი
გახდა ნამდვილი ჰაკერი.

თინათინმა კი მეუღლე
მზაკვრულად სკამზე დააბა
ნესტან-დარეჯანს მიწერა
და ჭორაობა გააბა.

კვაზიმოდომაც სამეფო
გამოაფხიზლა ზარებით
მძინარე მზეთუნახავსაც
გამოეღვიძა მთქნარებით.

ამ ლექსის დასამთვარებლად
იყო მრავალი ვერსია
თუმც ჩაშხამება ხალისის
"სანეტის" მტკიცე წესია

კვლავ გაითიშა კავშირი
განგებამ ასე ინება
ატირდნენ ზღაპრის გმირები
"სანეტს" დაუწყეს გინება.

Category: Prikols | Views: 790 | Added by: cool-site | Rating: 5.0/1 |
Total comments: 1
1 GREEN_STREET_HOLIGAN  
0
wacko

Name *:
Email *:
Code *:
Login form

«  June 2007  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

Search



Copyright MyCorp © 2006Create a free website with uCoz